X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ბიზნესს სჭირდება მშვიდობიანი და სტაბილური გარემო

28 ივნისი 2019

„დარწმუნებული ვარ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოში ვითარების დამშვიდება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობიან კალაპოტს. პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს გადატანილი შესაბამის ფორმატში და ამისთვისაც ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც 2020 წლის არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით შევთავაზეთ საზოგადოებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს გამონაკლისის გარეშე. ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვითარება უნდა დამშვიდდეს და სამწუხაროდ, ასეთი პასუხისმგებლობა რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია. მათ არ აწყობთ ვითარების დამშვიდება,“ - ასე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას ქვეყანაში შექმნილი ვითარების საინვესტიციო გარემოზე ასახვის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ყველა უწყება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მაია ცქიტიშვილის თქმით, ბიზნესს სჭირდება მშვიდობიანი და სტაბილური გარემო, რისთვისაც საჭიროა, რომ როგორც საზოგადოებამ, ისე მედიამ პროცესების ასეთ გარემოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.